• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ ისე, რომ სააკაშვილი არ შემოჭენდეს აქ", "ეს არის სამარცხვინო, იმიტომ ხარ ალეკო "ოცნების" ორბიტაზე"

ბიძინა ივანიშვილიც უნდა დავამარცხოთ ისე, რომ სააკაშვილი არ შემოჭენდეს იქ და არ მოაწყოს სისხლის კალო - აღნიშნული განცხადება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციას ახლა აქვს რეალური შანსი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს.

"გაჩნდა შანსი რეალურად არჩევნებით ივანიშვილის დამარცხების, რეალური შანსი გაჩნდა და ამ შანსსაც ნუ ჩავაგდებთ წყალში. მე მიმაჩნია, ოღონდ ბიძინა ივანიშვილიც უნდა დავამარცხოთ, ისე რომ სააკაშვილი არ შემოჭენდეს იქ და არ მოაწყოს სისხლის კალო, რისთვისაც ემზადება.

ბიძინა უნდა დამარცხდეს და სააკაშვილი ვერ უნდა შემოვიდეს გამარჯვებული", - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის ამ განცხადებას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკონოიძის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

დეკანოიძემ ელისაშვილს "ოცნების ორბიტაზე" მყოფი უწოდა.

"ეს არის სამარცხვინო, იმიტომ ხარ, ალეკო, "ოცნების" ორბიტაზე. იმეორებ იმას, რასაც ამბობენ რუსები და კარასინი, იმიტომ მიხვედი, იმიტომ მოუხადე მადლობა ირაკლი კობახიძე,“ - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები :