• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ვლადიმირ ჯაბაროვი: უნდა აიკრძალოს რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი... თქვენი ღვინო სხვა ქვეყნებს მიჰყიდეთ

რუსეთმა საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციები უნდა შემოიღოს, კერძოდ აეკრძალოს ქართული ღვინის იმპორტი, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“საქართველო ეს პატარა ბავშვი ხომ არ არის, რომელსაც არაფერი ესმის, იჭირვეულა და უნდა ვაპატიოთ. უკვე 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავის საქციელზე პასუხი უნდა აგოს. მიმაჩნია, რომ უნდა მივიღოთ ზომები, დავაწესოთ სანქციები, სრულებით არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა. რატომ ვამბობთ ამას? ყველას ეღიმება, როდესაც ასეთ ინფორმაციას კითხულობს. ჩემი აზრით, უნდა ვუთხრათ მათ, რომ რადგან საქართველო მოიქცა არამეგობრულად, ჯერჯერობით არ გვსურს მასთან სავაჭრო ურთიერთობა. არ გვინდა, რომ თქვენ ჩვენს ხარჯზე ფული იშოვოთ. თუ თქვენ  რუსეთს აგრესორად მიიჩნევთ, კეთილი ინებეთ და თქვენი ღვინო ან სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებს მიჰყიდეთ”- განაცხადა ჯაბაროვმა პრესკონფერენციაზე.

მისი აზრით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო ეკონომიკური შედეგები უნდა იგრძნოს.

"თუ ქვეყანა ვერ მიხვდება, ამით რა დაკარგა, მომავალშიც იგივეს გაიმეორებს. რუსეთში ქართული ღვინის ბაზარი - ეს მიზერულია. ეს ნიშა წამიერად შეივსება ჩილეს, ფრანგული და იტალიური ღვინოებით, ჩვენც კარგი ღვინო გვაქვს”- აღნიშნა ჯაბაროვმა.  

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს არა ქართველი ხალხის, არამედ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.


თეგები :