• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს.

ქუცნაშვილის მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს წარედგინა.

მიმართვაში აღნიშნულია - „გთხოვთ, შემიწყვიტოთ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება ვადამდე“.

ქუცნაშვილმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესების შემდეგ მიიღო. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას, რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დასკვნას მოამზადებს და მას უფლებამოსილებას რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეუწყვეტენ.


თეგები :