• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

გრიგორი კარასინი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია. სახელმწიფოს მეთაურმა გამონათქვამები უნდა შეარჩიოს

"რუსეთის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი მოახდინა, სახელმწიფოს მეთაურმა თავს ასეთი გამოთქმების უფლება არ უნდა მისცეს," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია, დემონსტრანტების წამოძახილები - ეს ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ამ აფეთქებამ იმოქმედა. მეზობელი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური თავს არ უნდა აძლევდეს ასეთი გამოთქმების უფლებას. ამას სიფრთხილით უნდა მიუდგეს და შეარჩიოს გამონათქვამები“, - განაცხადა კარასინმა.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაშვილმა რუსეთს მტერი და ოკუპანტი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქვეყანაში საზოგადოების დაყოფით.


თეგები :