• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

გრიგორი კარასინი: საქართველოსთან სხვა ფორმატი არ არსებობს - ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან ვიომოთ

სხვა ფორმატი არ არსებობს, ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ, ამას უხეშად ვამბობ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

"ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები - სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა", - განაცხადა კარასინმა.


თეგები :