• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„დაგუგლეთ და ამოაგდეთ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში, ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი“

„დაგუგლეთ და ამოაგდეთ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში, ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი“ - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ გამოიყენეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების სასიკვდილო ნაირსახეობა. 

„დაგუგლეთ და „იუთუბიდან“ ამოაგდეთ, მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და იქ ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ტენიან მათ, ათრევენ და ა.შ. ასე, რომ ბალეტი არასდროს არ არის დაშლის დროს. 

დღეს ბევრი რამის თქმა შეიძლება, რომ რატომ იხმარეს გაზი პირველად, რატომ იხმარეს საერთოდ ტყვიები, დათვის ტყვიებს რომ ამბობენ ახლა. კისტის თოფიც რომ გესროლონ ახლოდან, თვალი დაგიზიანდება, ეს არის აბსოლუტურად აქსიომა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


თეგები :