• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

9 მილიონი ლარი 135 ახალი ჯიპის შესყიდვის მიზნით - მთავრობა, ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის პარალელურად, პირად კომფორტზე ზრუნავს

სიღარიბით სავსე ქვეყანაში, ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ ფუფუნების საგნებსა და პირად კომფორტზე ხარჯავს მილიონებს.

9 მილიონზე მეტი ლარი, სამთავრობო ჯიპებისთვის - ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 

ტენდერის პირობების მიხედვით, ივანისვილის ხელისუფლება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ, დამატებით 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს. 

არსებული ინფორმაციით, ჯიპები შავი არ უნდა იყოს, ხოლო წინადადებების მიღება 2019 წლის 8 ივლისს იწყება და 2019 წლის 9 ივლისს სრულდება. 

შესყიდვის პირველადი ღირებულება 9 მილიონ 45 ათასი ლარია.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული მე-3 კლასის (მაღალი გამავლობა - ჯიპი) - 135 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20 პროცენტის ოდენობით.

მთავრობის დადგენილების თანახმად, მე-3 კლასის ავტომობილები განპიროვნებულია:

რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე; 

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვა-ნელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამ-დე¬ბობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ¬ღვა-ნელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დე¬პარ-ტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთე-ულს.

შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. 

მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. 

ივანიშვილის რეჟიმი, ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროსაც კი იცლის მსგავსი ამბებისთვის და 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის პარალელურად, საკუთრ კომფორტზე ზრუნავს.