• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას შეფასება მისცეს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტის საქციელს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაცემა "კურიერი P.S."-ში, მისი წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ შესავალს გამოეხმაურა, სადაც გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა.

"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნომრები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


თეგები :