• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ"

თბილისის მერი კახა კალაძე გადაცემა "პოსკრიპტუმის" წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემის რუსულ ენაზე, პუტინის გინებით გახსნას ეხმიანება.

ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!" - წერს თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა  მიმართვაში გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.


თეგები :