• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას გამოსვლაზე: ეს საქართველოს უბედურებაა!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებას მარია ზახაროვა გამოეხმაურა. ინფორმაციას "ლაპარაკობს მოსკოვი" ავრცელებს.

"ეს საქართველოს უბედურებაა," - განაცხადა მარია ზახაროვამ.

გუშინ, გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა.

გაბუნიას გამოსვლას თითქმის მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტელეწამყვანის ქმედება არ ჯდება ქართულ ტრადიციებში. კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.


თეგები :