• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ნინო ბურჯანაძე გაბუნიას მიმართვაზე: ტექსტი დიდი ალბათობით სააკაშვილის დაწერილია

პარტია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, გუშინ, გადაცემა "კურიერი P.S"-ის ეთერში, წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ მიმართვას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს იყო საგანგებოდ დაგეგმილი, უმძიმესი პროვოკაცია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

"დარწმუნებულივ ვარ, რომ ამ პროვოკაციის უკან დგას სააკაშვილი. ტექსტიც დიდი ალბათობით სააკაშვილი დაწერილია", - დასძინა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთბას, რათა ნაწილობრივ მაინც შეარბილოს "პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყნისა".

"რა თქმა უნდა მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყნისა, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, ვინც ვითომ ვაი პატრიოტიზმისა და ურა პატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არც ერთ ქართველ პატრიოტს, ყველაზე სასტიკი მტერის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია

მე მგონია, რომ მწვავე რეაქცია რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ერთი ადამიანის შეურაცხყოფაზე, ეს არის ზოგადად მთელი ერის შეურაცხყოფა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას ვთვლი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ერის შეურაცხყოფად იმიტომ, რომ არავის, არასდროს არ უნდა აკადრო ეს, ვინც არ უნდა იყოს და პირველ რიგში ეს არ უნდა აკადრო შენს თავს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაამწვავებს ვითარებას და ურთიერთობას. რა თქმა უნდა მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყისა, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, ვინც ვითომ ვაი პატრიოტიზმისა და ურა პატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არც ერთ ქართველ პატრიოტს, ყველაზე სასტიკი მტერის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია", - განაცხადა ბურჯანაძემ.


თეგები :