• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

რამზან კადიროვი: გაბუნია უნდა ჩაკეტო და შვიდი ბოქლომი დაადო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ გიორგი გაბუნიას გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოში მიმავალი ყველა გზა უნდა ჩაიკეტოს, - ამის შესახებ კადიროვმა „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში დაწერა.

მისი თქმით, „მომხდარი უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს მიერ წინასწარ დაგეგმილი ამაზრზენი აქცია“.

„თუ საქართველოს მთავრობამ საწინააღმდეგო არ დაამტკიცა, მაშინ სამ დღეში უნდა ჩაიკეტოს საქართველოში მიმავალი და საქართველოდან მომავალი ყველა გზა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომელიც პატივს სცემს ვლადიმერ პუტინს. გაბუნია უნდა ჩაკეტო და შვიდი ბოქლომი დაადო, რადგან პირველივე შემხვედრს შეუძლია, მას ის გაუკეთოს, რასაც იმსახურებს“, - წერს კადიროვი.


თეგები :