• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"15 წელია აღარ მომისმენია, რუსეთის ხელისუფლება ბედავდეს და შენი ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი ტონით ელაპარაკებოდეს"

გუშინდელი ღამე იყო ლუსტრაციის ღამე- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ანტისაოკუპაციო აქციაზე.

"შედეგი მიიღო ხელისუფლებამ უარესი. გაბუნიას გამოსვლა იყო ცუდი, შევთანხმდით და გავიარეთ. რეაქცია ხელისუფლების იყო ისეთი, რომ აი, მომენტი დავიჭირეთ, ფეხქვეშ ცოტა მიწა ვიგრძენი და წავიდა. ისე არ სცემენ საკუთარ თავს პატივს, რომ გადაწყვიტეს შეასაღონ თეზისი, რომ გაბუნიას პრუტუნის გამო შეიძლება რუსეთმა შენ დაგბომბოს. აი, ასეთი იდიოტობა როგორ შეიძლება თავში მოგივიდეს და მერე საკუთარ ხალხს შეასაღო ეს. ამას მერე დაემატა და აზვირთდა და აზვირთდა. იქ კალაშნიკოვის, გავრილოვის ბოლოში პესკოვის განცხადება, რომლებმაც პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს რომ ადექი და მოსთხოვე შენ ახალგაზრდებს. ანუ, 20 ივნისის არ იყო საკმარისი. დაახლოებით, 15 წელია აღარ მომისმენია რუსეთის ხელისუფლება ბედავდეს და შენი ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი ტონით ელაპარაკებოდეს. რუსეთის გამო ხალხი გალახეს და მათი გული მაინც ვერ მოიგეს. აი ეს არის ქოცი,“-განაცხადა გიგი უგულავამ.


თეგები :