• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"სიტუაცია არის მარტივად აალებადი, იმდენად დაძაბულია ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, რუსთავი 2-ის ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგზე, ასევე საზოგადოებისა და მთავრობის მიერ გაკეთებულ გამოხმაურებაზე ისაუბრა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ისედაც დაძაბულ და მარტივად აალებად სიტუაციაში, მსგავსი პროვოკაციული გამოხტომები ყველას უჩენს რეალური საფრთხის განცდას. 

„ამ მონოლოგის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იყო ძალიან ცალსახა, ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა, არა უბრალოდ არაეთიკური გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ცდილობს ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი 2-ის დანარჩენი შემადგენლობა, რომ ასეთი შეფასება მიეცეს ამას. როგორც ერთი ჟურნალისტის უზრდელური გამოხტომა უწოდოს და მეტი არაფერი. შესაბამისად, რეაგირების სახით, 2 თვე დაისვენებს. ეს არის ნარატივი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათი მხრიდან. და ეს არ იყო უბრალოდ უზრდელობა, იმიტომ, რომ რუსთავი 2-სგან უზრდელობას, არაეთიკურ გამოსვლებს, ლანძღვას, გინებას, შეურაცხყოფას, დიდი ხანია მიეჩვია ყველა. ეს არის მათი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, ასე იქცევიან. ამიტომ.

გუშინ დირექტორი ეთიკურებისკენ მოუწოდებდა გაბუნიას, სასაცილოდ ჩანდა მგონი ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თვეების განმავლობაში ამკვიდრებდა ამ ლანძღვა გინებას და უზრდელობას ტელეეთერში. საქმე ამაში არ იყო, რომ მან იუზრდელა და მან არაეთიკურად გამოხატა თავის აზრი, ეს არ ყოფილა პრობლემა, ამას არ გამოუწვევია საზოგადოების აღშფოთება, ეს უჩვეულო ერთიანობა რასაც ადგილი ჰქონდა, გამოიწვია იმან, რომ ისედაც ძალიან დაძაბულ, ისედაც უმარტივესად აალებად სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ და ჩვენი ქვეყანა არის, დამატებითი პროვოკაციული გამოხტომები და კიდევ უფრო სწრაფად და კარგად აალების დამატებითი მცდელობები, ყველას უჩენს რეალური საფრთხის განცდას. მე ბუნებრივია, არ ვამბობ იმას, რომ ეს ომს გამოიწვევდა და ა.შ. მაგრამ ამას თავის შედეგები მოჰყვა და მოჰყვება.

მოდის სულ უფრო მეტი ინფორმაცია რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს და რამდენადაც მე მესმის, სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან იმდენად დიდი არის მათ მიმართ აგრესია. ეს არის უდიდესი რაოდენობით ქართველები, და ეს დიახ, გუშინდელი განცხადების გამო. ასევე ჩვენ ვნახეთ შედეგები მოდის წამოვა და დაემატება. არ ვიცი, გაბუნიას გამო, თუ შეიძლება ყველაფრის გამო, ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ, ვაჭრობის აკრძალვის შესახებ და აშ. ანუ ფაქტობრივად სრული ეკონომიკური ემბარგო ისევ ამოქმედდა. რაც არის მთელი კომბინაცია და ყველაფრის შედეგი და არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაბუნიამ გამოიწვია ეს, ვამბობ იმას რომ აალებადი არის მარტივად, ახლა იმდენად არის დაძაბული ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის. 

გამოხმაურება იყო აუცილებელი, გამოხმაურება მეც გავაკეთე და ახლა ამაზე ლაპარაკი, ვაიმე რატომ გამოეხმაურეთ - არ მესმის ასეთი რაღაცები და ძალიან მიკვირს. გუშინ მთელ საზოგადოებას პანიკა ჰქონდა და პანიკა იყო მთელს ქვეყანაშიც. ადამიანებს ჰქონდათ საფრთხის შეგრძნება. იმიტომ გადაირია ქვეყანა, რომ უზრდელია გაბუნია? ამიტომ გაგიჟდა გუშინ ხალხი? იმით ვიყავით გადარეულები, რომ აღმოვაჩინეთ რუსთავი 2- ში უზრდელი ადამიანი? სხვა რაღაცამ გამოიწვია.

ხელისუფლებამ უპასუხა იმ შედეგებს რამაც გამოიწვია. გამოხმაურება სახელმწიფოს მხრიდან და ის რაც მოვისმინეთ, ის მარაზმი, უზრდელობა და ყველაფერი ერთად რაც მოვისმინეთ ბატონი გაბუნიასგან, ამ გამოხტომას რომ მთელი ერი და სრულიად სახელმწიფო არ უერთდება, ეს იყო აუცილებელი. მეც გამოვეხმაურე და მიმაჩნია, რომ იყო საჭირო და თავიდან, რომ გამხდარიყო ამის გაკეთება საჭირო, იგივეს ვიზამდი, იმიტომ, რომ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს გამოხმაურებები და არა იქიდან გამომდინარე, რომ გაბუნია მიაჩნია ვინმეს მნივშენლოვან აქტორად და პირად.“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


თეგები :