• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ალექსეი პუშკოვი: საქართველოს თავისი ღვინო და წყალი შეუძლია გაუგზავნოს ნატოელ მოკავშირეებს

რუსეთის სათათბიროს ინიციატივას საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი, - რუსმა სენატორმა ამის შესახებ განცხადება „ტვიტერზე“ გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბოდიშების დრო ამოეწურა.

„მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს - არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, - დაწერა რუსმა სენატორმა თავის „ტვიტერზე“.

პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან „ურჩია პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ“.


თეგები :