• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

რომან გოცირიძე: მამუკა ხაზარაძემ სწორი არჩევანი გააკეთა

„დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.

დეპუტატის აზრით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სოციალური თუ სხვა რესურსი, რომელიც საკმაოდ წონადს ხდის იმისათვის, რომ სისტემის დემონტაჟში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად - პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა! ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს - ყველა ერთის წინააღმდეგ! მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება“, - აღნიშნავს გოცირიძე.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის თაობაზე ხაზარაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.


თეგები :