• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედება"

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას გამორიცხავს.

კობახიძის თქმით, ამ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი პირობა იყო. 

ლევან ვასაძემ გუშინ საღამოს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობა უნდა დადოს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რონ წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშლებოდნენ.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების ნაწილმა, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სცენასთან იყვნენ გამაგრებული, ტერიტორია დატოვეს და პოლიციის კორდონს მიღმა გამოვიდნენ.

პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ქართული მარშის და ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა დატოვეს. დაბრუნდებიან თუ არა ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, ჯერ უცნობია.


თეგები :