• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ფადი ასლი: მე მხარს დავუჭერ მამუკა ხაზარაძეს, რადგან ძალიან დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას მიესალმება.

"მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. მამუკა ხაზარაძე ნამდვილი ქართველი პატრიოტია. მე მასთან ერთად 23 წლის განმავლობაში ვსაქმიანობ, ის ყოველთვის აკეთებდა ინვესტირებას იქ, სადაც უკეთესი იყო საქართველოსთვის და არა საკუთარი ჯიბისთვის. ის ასევე გამოცდილი ბიზნესმენია, მას ესმის ეკონომიკა. მას ესმის, რომ მის ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ძლიერი ხელისუფლება. მას ესმის, რომ ხალხი ჩართული უნდა იყოს პროცესებში და იდეებს თავზე არ უნდა ახვევდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ნებისმიერ ინიციატივას. სულ ახლახანს მივწერე და ვუთხარი, რომ პირადად ვუჭერ მხარს და ჩემს რესურსებს მოვახმარ იმისთვის, რომ წინ წავიდეს.

არ მგონია მას დასჭირდეს, რომ ვინმემ დააფინანსოს მისი მოძრაობა. ჩვენ ჩვენი წვლილის შეტანა სხვადასხვაგვარად შეგვიძლია, არა მხოლოდ დაფინანსებით. ძალიან ბევრს გაუხარდებოდა დაფინანსება, იმიტომ, რომ ახლა რაც გვჭირდება არის ალტერნატივა. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვისაც ესმის ბიზნესი, ეკონომიკა, ვინც ქვეყნისთვის იშრომებს და არა საკუთარი ჯიბისთვის. პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ძალიან დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ“, - განაცხადა ფადი ასლიმ.


თეგები :