• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ჟირინოვსკი: რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც

„რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ“, - ამ სიტყვებით ვლადიმერ ჟირინოვსკი საკუთარ პრეზიდენტს საქართველოს სამაგალითოდ დასჯას სთხოვს. 

რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ არ შეიძლება ხალხებს შორის მეგობრობაზე საუბარი, როცა რუსი დიპლომატები „საქართველოში კინაღამ მოკლეს“.​

„მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში - ასე მივაღწევთ გამარჯვებას. რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ“, - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი. 

რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა - 416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.


თეგები :