• თბილისი
  • 35°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიაზე: ერთი ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა... "დიდი პატივია“ მისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „რუსთავი2“ -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, გაბუნიასთვის „დიდ პატივად“ აფასებს. 

„ერთი ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, თითქოს ვიღაც ყოფილიყო. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ მხრივ მან თავისას მიაღწია. მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს ორი თვით და წავიდა დასასვენებლად. მერე მივა და სამსახურს შესთავაზებენ. მაგრამ არიან ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. "დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, - აღნიშნა პუტინმა.

 

 


თეგები :