• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

"საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება"

ჩვენ გვჭირდება დროზე არჩევნების ჩატარება. ფართო კონსესუსის მოძებნა, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი უნარი არ აქვს ქვეყნის განვითარების და ქვეყნის წინ წაყვანის. ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, მაგრამ ისინიც ასევე განადგურების პირზეა. ამიტომ ახლა საჭიროა, საზოგადოების კონსოლიდაცია. ყველა ჯანსაღი ძალის აბსოლუტურად ერთად დგომა მიუხედავად წარსული წყენებისა, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ამ დღეებში რაც მოხდა, ამ დღეებში როგორც გვაპამპულავეს, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ორგანიზმი იმდენად დასუსტებული, იმდენად დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, რომ ყველა პატარა რაღაცამ შეიძლება ის მოკლას. ღმერთმა არ ქნას. ჩვენ ახლა გვჭირდება დროზე ამათი შეცვლა, მშიდობიანად გაწევა გვერდით. ჩვენ გვჭირდება დროზე არჩევნების ჩატარება. ფართო კონსესუსის მოძებნა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები :