• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

დავით ზალკალიანი: თქვენ არ მიესალმებით პუტინის გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება?

„თქვენ არ მიესალმებით ამ გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება?“ - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი იმ განცხადებას, რომელიც მან პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა. 

საუბარია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური სანქციები არ დაუწესდება. 

ზალკალიანმა გუშინ განაცხადა, რომ ის პუტინის ამ ნაბიჯს მიესალმება, დღეს კი განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ამით ქვეყანა გადაურჩა იმ პრობლემებს, რომელიც 2006 წელს მასობრივი დეპორტაციის გამო შეიქმნა. 

„იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, იმ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთეს და მხარდამჭერმა სხვადასხვა ორგანიზაციებმა, ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე და სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი, რომ ის მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-ით ზრდა იმ ფონზე, რა გამოწვევებიც აქვს ქვეყანას, მართლაც სერიოზული მიღწევაა. 

რა თქმა უნდა, ეს ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაგრამ მთავრობა რომ ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის, ეს ხომ ფაქტია. ეს განცხადებები სწორედ იყო პროვოკაციული,  მიმართული იმისკენ, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რა რეაქციაც მას მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან. იცით, ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ როგორც ფრენები აიკრძალა, ისე შემოღებული ყოფილიყო ემბარგო და ა.შ. რა მოგვიტანა ამან კარგად გახსოვთ 2006 წელს, გვინდოდა, რომ ქართველები როგორც მაშინ გამოდევნეს, იმ ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით?“ - განაცხადა ზალკალიანმა. 


თეგები :