• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილზე: კრემლში კივილი მისი განცხადების შემდეგ დაიწყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განცხადებას აკეთებს.

"სალომე ზურაბიშვილის სახელის და გვარის ხსენებას ვერიდები, რომ რამე პირადულში არ ჩამეთვალოს, პრინციპულად არ ვლაპარაკობ ამ მოქალაქეზე. მაგრამ ადამიანი გამოდის და იმ ტრაგედიის შემდეგ მეორე დღეს ცდილობს, ყველაფერი, მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს რუსეთის ფედერაციაზე და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს გავრილოვი ხოხვით შემოვიდა დივერსანტად. პირველი კივილი მოსკოვში მისი განცხადებით დაიწყო, როდესაც ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია სალომე ზურაბიშვილმა გადააქცია საგარეო პოლიტიკურ საკითხად. ეს არის საერთოდ კოშმარი, როცა ადამიანს არ ესმის, რა უნდა თქვას და როდის უნდა თქვას", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გავრილოვის სკანდალის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, რამაც რუსეთის ხელისუფლების დიდი გაღიზიანება გამოიწვია.


თეგები :