• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

თამარ ხულორდავა: საქართველოს საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება საფრთხეს უქმნის წესრიგს მთელს კონტინენტზე

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინდელ კომენტარს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე.

"პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. 

საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე. ჩვენ ვიცით რა არის სიმართლე. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან",- დაწერა ხულორდავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".


თეგები :