• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

დონალდ ტუსკი: საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.

დონალდ ტუსკმა საქართველოს თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენი შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, თუ როგორ განვავითაროთ, ისედაც უკვე მყარი ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ავამოქმედებთ სრულ პოტენციალს ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით, ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების კონტექსტში. ჩვენ ვიზრუნებთ – სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, განათლების, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის და ა.შ. მიმართულებით. ქართველებს შეუძლიათ, ევროპაში ვიზის გარეშე იმგზავრონ, რაც რა საკვირველია, გაცილებით უფრო მეტად დააკავშირებს ევროქვეყნების მოსახლეობასა და საქართველოს, კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს ერთმანეთს და უფრო მეტს გავაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა წინ აღვუდგეთ მიმდინარე წინააღმდეგობებს“, – განაცხადა ტუსკმა.


თეგები :