• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები, დისპროპორციულია, უსამართლოა“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, უსამართლოა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტუსკმა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მთლიანად ვადასტურებთ, საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას.

ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება“, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის.


თეგები :