• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

პრორუსი ოლიგარქი „რუსთავი 2“-ის დირექტორად ნათია ლაზაშვილისა და ნინო შუბლაძის კანდიდატურებს განიხილავს

ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, რომ რეიტინგული და დამოუკიდებელი ტელეკომპანია - „რუსთავი 2“ დაიქვემდებაროს.

ოლიგარქის გარემოცვის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ს ვერ გააკონტროლებენ, 2020 წლის საპარალენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების თეორიული შანსიც არ ექნება. 

შესამაბისად, ივანიშვილის რეჟიმი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისა და არხის საკუთარი კადრებით დაკომპლექტების მიზნით, ხელისუფლების მთელ ვერტიკალს ამუშავებს, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული და ძალოვნებით დასრულებული.

რა გეგმები აქვს ოლიგარქს? 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ის ფიგურაა, რომელმაც ერთი მხრივ, არხი რენტაბელური გახადა, მეორე მხრივ კი, ტელეკომპანიის დამოუკიდებლობასა და ქართული დემოკრატიის შენარჩუნებაში თავის გუნდთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა. 

შესამაბისად, ივანიშვილის ნომერ პირველი ამოცანა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის არხიდან დისტანცირებაა. 

ამ მხრივ, მან ტელეკომპანიის 9%-ის მფლობელის მეშვეობით გუშინ მორიგი ნაბიჯი გადადგა, როცა ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი დააყენა, თუმცა, უშედეგოდ. 

პარალელურად, 18-ში ევროსასამართლომ შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

თუ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმს ლავირების საშუალებას მისცეს, ოლიგარქი კორუმპირებული ქართული სასამართლოების ვერდიქტის აღსრულებასა და მისი ქობარ ხალვაშისათვის დაქვემდებარებას ეცდება, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ, დიდი დარტყმა იქნება როგორც ქართული დემოკრატიისა და პროდასავლური კურსისათვის, ისე სახელმწიფოებრიობისათვის. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პუტინის პირდაპირი წარმომადგებელი საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშის სახით „რუსთავი 2“-ს ხელში ჩაიგდებს, დირექტორად ორ კანდიდატს: ნათია ლაზაშვილსა და ნინო შუბლაძეს განიხილავს. 

ლაზაშვილიც და შუბლაძეც  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. 

ნინო შუბლაძე კი, რომელსაც ოლიგარქი შედარებით უფრო ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მედია-კურატორი და პირდაპირ პარტიული ფუნქციონერი იყო.

სახელდება მესამე კანდიდატიც - ნანა ლეჟავა, რომელსაც იმედში პრობლემები აქვს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მან შეთავაზებაზე უარი თქვა.

ცხადია, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ყველაფერი იმის მიხედვით იქნება, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ევროსასამართლო. 

ახლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოზეა დამოკიდებული როგორც არხის, ისე მთლიანად - ქვეყნის მომავალი. 

თუ „რუსთავი 2“-მა დამოუკიდებლობა ხოლო არხის დამოუკიდებლობის გარანტმა, ნიკა გვარამიამ სტატუსი შეინარჩუნა, საქართველოს დემოკრატიულად განვითარების შანსი ექნება.

ხოლო თუ ტელეკომპანია პრორუსმა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში, დიდი სიჩქარით წავალთ ჩრდილოეთისაკენ - ე. ი სრული სიბნელის მიმართულებით, რაც არ უნდა დავუშვათ, თუნდაც ამისთვის „რუსთავი 2“-ის ფიზიკურად დაცვა დაგვჭირდეს.


თეგები :