• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

„26 მაისს იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, 20 ივნისს იყო მოგერიების ღონისძიება“

„ჩემი შეფასებით, 26 მაისს იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, 20 ივნისს იყო მოგერიების ღონისძიება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა დაუსვა კითხვა: „ფიქრობს თუ არა მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია, რომ ერთ დღეს, 20-21 ივნისის აქციის დარბევის გამო, შესაძლოა, აღმოჩნდეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადგილზე“.

გიორგი გახარიას თქმით, „ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„ჩემი შეფასებით,  26 მაისს იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი. ახლა მე არ გავაგრძელებ არარელევანტურ შედარებას. აქ ჩვენ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც პირდაპირ ეთერში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჯგუფურად, ორგანიზებულად, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს სვამთ 26 მაისთან.

სწორედ ამაშია სხვაობა, ეს იყო მოგერიების ღონისძიება, სახელმწიფო ინსტიტუტის, მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების დასაცავად, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :