• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

IDFI: საქართველომ ევროსაბჭოს 16 რეკომენდაციიდან მხოლოდ 5 შეასრულა

საქართველოს მიერ კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების 70% სრულად შეუსრულებელია, - ამის შესახებ განცხადებას, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს მიერ კორუფციის პრევენციის მიზნით გაცემული 16 რეკომენდაციიდან საქართველომ მხოლოდ 5 შეასრულა. 

IDFI-იმ შეისწავლა სასამართლოს, პროკურატურის და პარლამენტის მიმართულებები. ანგარიშის მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უკვე სამი წელია არ შეასრულა, მოსამართლის იმუნიტეტი და ხელშეუხებლობას ეხება.

გარდა ამისა, პრობლემად რჩება ის გარემოებაც, რომ გარკვეულ პროკურორებს არ აქვთ ვალდებულება შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია. ასევე რა შეთხვევაში უნდა სარგებლობდეს მოსამართლე იმუნიტეტით

„რეკომენდაცია, რომელიც საერთოდ შეუსრულებელია, ეხება მოსამართლეების იმუნიტეტს. გრეკოს პოზიციაა, რომ იმისთვის რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისია ფუნქციური იმუნიტეტიც. დანაშაულებზე რომელიც არ უკავშირდება მოსამართლის საქმიანობას მაგალითისთვის მკვლელობა და ა.შ. ესეთ საქმეებზე  არ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს იმუნიტეტი. ასევე ჩვენთან ქონებრივი დეკლარაციების სისტემა არ ვრცელდება ყველა სუბიექტზე, მათშორის პროკურატურაში, ზოგიერთი კატეგორიის პროკურორები არიან დატოვებულები ამ სისტემის მიღმა, რაც რაც კრიტიკულად შეუსაბამოა ევროსაბჭოს სტანდარტებთან,“-განაცხადა IDFI-ის ანტიკორუფცილული მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ მაისურაძემ. 


თეგები :