• თბილისი
  • 8°C
  • 05 დეკემბერი, 2019
article

პრეზიდენტმა გერმანიაში ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა

გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველის სტუდენტების შეხვედრა, ინციდენტით დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო „სოფიტელში“, იმ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, რომლებიც გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ან სწავლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ვითარება შეხვედრაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველოს პრეზიდენტს კრიტიკული კითხვები 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე დაუსვეს. პრეზიდენტი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ შეხვედრის მონაწილეებს არცკი დამშვიდობებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა. 

„რთულია, როდესაც საქართველოში ასეთი მდგომარეობა არის ჩვენ დავსხდეთ ასე და ვისაუბროთ სპორტზე და განათლებაზე. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროტესტი, აქედან დაიწყო. მას უნდოდა საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის უინტერესო არის დღევანდელი გადმოსახედიდან.

ჩვენ დავუსვით კრიტიკული კითხვები ქალბატონ სალომეს, საქართველოს პრეზიდენტს, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება. თავიდან ძალიან მშვიდად მიდიოდა ყველაფერი, როდესაც კითხვები ეხებოდა სპორტს, განათლებას თუ ა.შ. როდესაც შევეხეთ პოლიტიკურ საკითხებს და იმ სოციალურ პრობლემებს, რაც საქართველოშია დღესდღეობით, სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდით ასეთ რეაქციას პრეზიდენტის მხრიდან, რადგან მას თმენის ვალდებულებაც აქვს ყველაფერთან ერთად აღებული და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, გაწიწმატდა.

ჩემს მეგობრებს მიმართ, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ და ა.შ. რაღაც უაზრო განცხადებებს აკეთებდა, უწიგნურები გვიწოდა და კომიკური ვითარება შეიქმნა. თვით პრეზიდენტსაც კი არ აცდიდნენ ლაპარაკს, რომ გაეცა ჩვენთვის პასუხი. თქვენ მყისიერი რეაქცია მოახდინეთ გაბუნიას განცხადებაზე, სადაც მან შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იბადება ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ არის საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ნებსით, თუ უნებლიეთ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მხარდამჭერი და განმახორციელებელი საქართველოში.

 

ეს კითხვა დავუსვი, მან მიპასუხა, რომ ის არის, ანუ ირონიულად, ანუ დაგვცინა, მე პირადად დამცინა ამ კითხვის გამო და მითხრა, რომ ის იყო გამავრცელებელი რუსეთის პოლიტიკის, დამეთანხმა, მაგრამ ირონიულად. გახდა ძალიან აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე. ამან ჩვენ შოკში ჩაგვაგდო, იმიტომ, რომ პრეზიდენტისგან ასეთი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ ძალიან შემაშფოთებელია,“- განუცხადა „კურიერს“ გიორგი ხიმშიაშვილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. 

 


თეგები :