• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს რეესტრმა ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.

ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.


თეგები :