• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

"არ მესმის მძაფრი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა"

მე არ მესმის მძაფრი განცხადებები, რომელიც მინდა გავიგო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“.  

მისთვის გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელ მედიას.

„ის დამოკიდებულება, რომელიც შეიქმნა, სამწუხაროდ, ეს არის დამოკიდებულება, როცა გინდა გაექცე სარკეს, რომელშიც შენ შენი თავი არ მოგწონს. ამიტომ შენ ამ სარკეს ამტვრევ. ხელისუფლებას უნდა დაამტვრიოს ის სარკე,რომელშიც ჩანს მისი სახე. თუ შეირყევა თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ეს ბასტიონი, შემდეგი იქნება სხვა ბასტიონები და სხვანაირად მოხდება ადამიანების შეზღუდვა.

მე არ მესმის მძაფრი განცხადებები, რომელიც მინდა გავიგო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა. ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, მძაფრი სიტყვები უნდა ყოფილიყო ნათქვამი, რომ ასეთმა ცვლილებამ არაფრის დიდებით არ უნდა შეარყიოს გამოხატვის თავისუფლება დამოუკიდებელი მედია“,-ამბობს მარგველაშვილი.


თეგები :