• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

ნიკა გვარამია: ველოდები დაკავებას!

ველოდები დაკავებას, ვნახოთ, დამაკავებენ თუ არა - „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა.

მისი თქმით, დაკავების მოტივი ორი საკითხია, პირველი - მან არ გახსნას დაანონსებული ახალი ტელევიზია და მეორე, მისთვის გადაბრალებით „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოცხადდეს.

"არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა. საქართველოში არის ოლიგარქია ეს საკითხი გაცნობიერებულია არამხოლოდ ჩვენს მიერ, შთაბეჭდილება მრჩება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ, მეორე - გააკოტრონ "რუსთავი2", რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ, გავისტუმრებ ხელფასებსაც და კიდევ ვაცოცხლებ ამ კომპანიას”, - განაცხადა გვარამიამ.


თეგები :