• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

"2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა"

2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა -  განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივში.

მისი თქმით,  დღეს 11 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტებევისა და ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ პუტინი საქართველოს სრულმასშტაბიანად თავს დაესხა მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე.

„ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან კარგი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთ მუშტად შეიკრა. ყველა ერთად რუსთაველზე დადგა. საქართველოს მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და თავის ქვეყანა დაიცვა. ეს ნამდვილი გმირობაა, რადგან 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევითა და ჩვენი ხალხის ერთიანობით, განსაკუთრებული გამბედაობით. ის, რაც ჩვენ 2008 წელს მოვახერხეთ, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ. 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით ივანიშვილი მოვიდა. საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები :