• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

"შეიძლება დამაკავონ, მაგრამ ახალი ტელევიზიის გუნდი უკვე შექმნილია და მათ იციან, რა უნდა გააკეთონ"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზეა. მისი ადვოკატი ამ წუთებში ეცნობა 1 აგვისტოს გამოკითხვის ოქმს. ადვოკატის თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.

"უკანონობას ზღავრი არ აქვს, ამიტომ მოსალოდნელი ყველაფერია… ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რაც მე ვთქვი, ის მაინც გაკეთდება, არ მადარდებს არაფერი. მიზანია, რომ ტელევიზიის შექმნაში ხელი შემიშალონ, მაგრამ მთავარი უკვე გაკეთებულია. არსებობს გუნდი, რომელმაც იცის, რა უნდა ქნას. მთავარი უკვე გაკეთებულია და მე სად ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს ნიკა გვარამია.


თეგები :