• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ის დესტრუქციული როლი, რასაც რუსეთი თამაშობს, არა მხოლოდ საკუთარ რეგიონში"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა.

"ასეთი პროვოკაციული განცხადებები ბუნებრივია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგან უკვე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ის დესტრუქციული როლი, რასაც რუსეთი თამაშობს, არა მხოლოდ საკუთარ რეგიონში, არამედ მათ შორის სირიაში აქვს მცდელობები, ასევე პირდაპირ ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში დემოკრატიულ ქვეყნებში. აქ მთავარია, როგორ პოზიციონირებას მოახდენს საქართველოს მთავრობა, შეძლებს თუ არა, მაქსიმალურად მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ჩვენი პრობლემების გადაჭრა, დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის საკითხის საერთაშორისო ტრიბუნაზე წამოწევა" - აღნიშნა ბოკუჩავამ.


თეგები :