• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

პაატა სალია კიწმარიშვილის სარჩელზე: თუ მოხდება დაყადაღება წილების, მაშინ ვერ გასხვისდება

ია კიწმარიშვილის საჩივარს პაატა სალია ეხმაურება. საქმე ეხება ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის მიერ საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლის მიხედვითაც, ის „რუსთავი 2“-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს.

პაატა სალიას თქმით, მან მედიიდან გაიგო ამ სარჩელის შესახებ და ამბობს, რომ თუ სასამართლო ყადაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, წილების გასხვისება ვერ მოხდება.

„თუ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ყადაღის თაობაზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. მეც მედიის საშუალებით გავიგე, რომ მან მიმართა სასამართლოს... თუ მოხდება დაყადაღება წილების, მაშინ ვერ გასხვისდება. მე მოვისმინე დვალის და აქიმიძის, კიწმარიშვილის განცხადებას, რომ ისინი აცხადებენ საჯაროდ, რომ გაგრძელდება დავა ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით და ამით ამცნობენ ნებისმიერი პოტენციურ მყიდველს, რომ ის ვერ გახდება კეთილსინდისიერი შემძენი. ეს მათი უფლებაა, ჩვენ მათ ამას ვერ დავუშლით, მათ ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავიანთი უფლებები“, - განაცხადა სალიამ.


თეგები :