• თბილისი
  • 35°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ნიკა გვარამია პაატა სალიას: თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი

პაატა სალიას მიერ ახალი სამართლებრივი დავის დაანონსებას ნიკა გვარამია ეხმაურება. საქმე ეხება სალიას დღევანდელ განცხადებას, როდესაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება. 

სალიამ გვარამია, სამაუწყებლო კომპანიის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

ნიკა გვარამიამ სალიას განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ თავად სალია მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.

„თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად და არავის მოჭამოს, ეს გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის...

სალიამ ახლა ვისაც გინდა იმას მიმართოს, შემდგარი ისტორიული ფაქტია, რომ პაატა სალია არის რუსთავი 2-ის დირექტორი, რომლის ხელშიც ეს კომპანია გაიყიდება და გახდება კორპუსების სამშენებლო პოლიგონი,“- განაცხადა გვარამიამ. 

გვარამია ასევე ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრალდება, რომ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამიას თქმით, მას 30 მილიონამდე ვალი მას დახვდა.

„ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი, არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში... ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე... ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის“, - განაცხადა გვარამიამ.

 


თეგები :