• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

დავით კეზერაშვილი „ქართულ ოცნებას“: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, - ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პირველი განცხადებები გუშინ სწორედ უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ ისრაელის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.

ვოლსკი ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა მის ექსტრადირებას თუმცა, ვოლსკი უარყოფს, რომ კეზერაშვილის, ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მათ პოლიტიკურ გააქტიურებას არ უკავშირდება.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ისრაელში, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ყველა პოტენციური ბრალდება გაქარწყლებულია. 


თეგები :