• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

გიორგი ბოტკოველი: ივანიშვილმა გადაწყვიტა დასაჯოს კახელი გლეხი არჩევნების შედეგების გამო

„ივანიშვილის სჯის კახელ გლეხებს არჩევნების შედეგების გამო“, - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით გააკეთა. 

გიორგი ბოტკოველის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გლეხები მთლიანად დამოკიდებულები გახადა ქარხნებზე, რომლებიც ყურძნის ფასს თავად ადგენენ. მისივე განცხადებით წელს ჩასაბარებელი ყურძნის ფასი 60-70 თეთრამდე იქნება, რაც გლეხებს კაბალურ პირობებში აყენებს.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა სამაგიერო გადაუხადოს კახელ გლეხს და პასუხი აგებინოს იმ შედეგების გამო რა შედეგიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ" გასული წლის არჩევნებზე. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ბოლო 7  წლის განმავლობაში ეზრუნა და ხელი შეეწყო გლეხისთვის, გლეხს შეექმნა საკუთარი ღვინის წარმოება, პირიქით, გლეხი  მთლიანად დამოკიდებული გახადა მონსტრ ქარხნებზე, რომლებიც პირდაპირ ადგენენ ფასებს და მათ არ აინტერესებთ თუ რა ჯაფა გაწია გლეხმა წლიდან წლამდე. ჩვენ გვახსოვს 2012 წელი როდესაც ივანიშვილი თავის შანტრაბასთან ერთად კარდაკარ დადიოდა და კახელ გლეხს ეუბნებოდა რომ თურმე დაცინვა იყო, როდესაც 2012 წელს თეთრი ყურძენი ღირდა 1 ლარი. წელს თეთრი ყურძნის მაქსიმალური  ფასი იქნება 60-70 თეთრი და პირდაპირ გვეუბნება ამას ხელისუფლება და კარგად იცით დღევანდელი 60-70 თეთრი რას წარმოადგენს და რა მსყიდველუნარიანობა გააჩნია ამ თანხას,“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი პრობლემები დღეს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დააანონსა. მიზეზად კი ივნისის მოვლენები დასახელდა, რამაც სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვის მოლოდინი შექმნა. ამის ფონზე კი ქარხნები ყურძნის ჩაბარებაზე სავარაუდოდ უარს იტყვიან ან პროდუქტს დაბალ ფასში მიიღებენ. 


თეგები :