• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

საკრებულოს წევრი: რუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი და კი ბატონოო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა ნაკვეთების შემოღობვა განაახლეს, საკრებულოს წევრი, მერაბ მახარაშვილი ჩავიდა და ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.

„წყლის რეზერვუარები ჰყვება იქითა-მეთქი და თუ შეგვიძლია, არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს, კი ბატონოო... მე ვარ ხალხის არჩეული და რაც ხალხსა სჭირდება იმასა ვაკეთებ“, - ამბობს მერაბ მახარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელი, გაბრიელ მაზმიშვილი, რომელიც, ასევე, ადგილზეა ამბობს, რომ ოკუპანტებს არხთან შეხება ჯერ არ აქვთ. მისი თქმით, 2015-2016 წლებში გაკეთდა ეს არხი, საიდანაც სატუმბი სადგურით სოფელ გუგუთიანთკარს მიეწოდება წყალი.

გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში, სადაც მათ ყანა აქვთ დათესილი, ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 


თეგები :