• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

კლანების დაპირისპირება ხელისუფლებაში - ვინ ვის ებრძვის და ვინ ვის გუნდშია?

ივანიშვილის ხელისუფლებაში კლანების ომია. ისინი ერთმანეთს უმწვავესად დაუპირისპირდნენ.

კორუფციისა და ბიუჯეტის ფულის მოთვისების შედეგად გამდიდრებული გავლენიანი ჩინოვნიკები ერთმანეთს ღიად და ფარულად ებრძვიან. 

ყველა კლანს სათავეში ივანიშვილის ოჯახი ან ნათესავი უდგას, რომელიც მეორეს იმიტომ უპირისპირდება, რომ უფრო მეტი გავლენა და ფულის საკეთებელი სივრცე მოიპოვოს. 

უჩა მამაცაშვილის კლანი 

ყველაზე გავლენიანი ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კლანია. 

მამაცაშვილის კლანის წევრები არიან: პრემიერი ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი თურნავა, მინი-გარქი ვანო ჩხარტიშვილი, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუნცაძე, სუს-ის უფროსი გომელაური და სხვები. 

მამაცაშვილის კლანი დაუნდობლად ებრძვის სისხლიან ჯალათად წოდებულ გახარიას. 

არა იმიტომ, რომ მან ახალგაზრდებს თვალები დათხარა, არამედ იმიტომ, რომ უფრო გაძლიერდნენ, მეტი მოიპარონ და გამდიდრდნენ - კორუფციული სქემებით. 

გახარიას კლანი

სისხლიან ჯალათ გახარიას ივანიშვილის მეორე ნათესავი, რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში მყოფი, მოსკოვში მცხოვრები შმაგი კობახიძე ლობირებს. 

შესაბამისად, გახარიას კლანი მოიაზრება როგორც შმაგი კობახიძის კლანი.

კობახიძემ გახარია ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო, როდესაც ის ივანიშვილის დავალებით ქრთამს უხდიდა რუს კრიმინალებს, პოლიციასა და უშიშროებას. 

შმაგი კობახიძეა ის პირი, რომელიც გახარიას 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურის დავალებით, კბილებით იცავს და ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერადაც ამზადებს. 

ივანიშვილი კი, ორი ნათესავის ერთმანეთთან კლანური  დაპირისპირებით ერთგვარ ბალანსს ქმნის და „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მართავს მათ. 

კობახიძე-გახარიას კლანის წევრები, მაგალითად, შს მინისტრის მოადგილე საბანაძე ბოლო დროს ფარცხალაძის კლანს დაერია და იმ ბიზნესმენების შევიწროვება დაიწყო, რომელიც პირდაპირ ასოცირდებიან ყოფილ მთავარ პროკურორთან.

ფარცხალაძის კლანი

ოთარ ფარცხალაძის მთავარი ლობისტი ბერა ივანიშვილია. მასთან ახლობლობისა და ნათესაობის წყალოთ მან ჯერ მთავარი პროკურორობა მოიპოვა, მოხსნის შემდეგ კი, დიდი და მსხვილი ბიზნესები ჩაიგდო ხელში. 

ოთარ ფარცხალაძის კლანს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, ძმები მიქაძეები, მთავარი პროკურორის მოადგილეები, მოსამართლეები და სხვა გავლენიანი ჩინოვნიკები წარმოადგენენ. 

გახარიას კლანმა კი, სწორედ ფარცხალაძესთან ასოცირებული ბიზნესმენების შევიწროვება დაიწყო და ამით მას მიანიშნა რომ შესაძლოა მის კართანაც დაიჩოქოს აქლემმა. 

კალაძის კლანი

შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი თბილისის მერი კალაძეა. 

მან, ფაქტობრივად, სფერო არ დატოვა დედაქალაქში, სადაც კორუფციული სქემები არ დაალაგა და სადაც ბიუჯეტის ფული პირადი, მერკანტილური ინტერესებისთვის არ გამოიყენა. 

მაგალითად: ხელში ჩაიგდო „ყაზტრანსგაზი“ და ახლა მის გაყიდვას აპირებს რუსებზე.

აკონტროლებს ჰესებს, მსხვილი კორუფცის სანაცვლოდ პრივილეგიებს ანიჭებს ბიზნესმენებს, ინტერესები აქვს ტენდერებში, ფლანგავს ხალხის ფულს... 

კალაძე სახელმწიფო ქონებას ჩუქნის მისი კლანის წევრს, „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელსა და დეპუტატ წულაიას, კორუფციული წილი აქვს ვითომდა ფეხბურთის განვითარებისათვის დახარჯულ ასეულობით მილიონში.

კალაძის კლანს წვრილფეხა კრიმინალები, პარტიული ზონდერები, ფეხბურთელები,  ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, ძმები წულაიები, მერიის  და საკრებულოს კორუმპირებული ჩინოვნიკები წარმოადგენენ...

ჩუბინიძის კლანი

ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის კლანი ძირითადად, რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენისგან, სპეცრაზმელებისგან, უსაფრთხოების სამსახურების ჩინოვნიკებისა და სუს-ის უფროსის მოადგილისგან შედგება. 

თუმვა, 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ, მან მამაცაშვილის კლანის მიმათულებით დაიწყო გადახრა, გადარჩენის და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. 

მაგალითად: ჩუბინიძე ივანიშვილს აქტიურად აწვდის ნეგატიურ ინფორმაციას გახარიას შესახებ. 

20 ივნისის დარბევის გამო ის ყველანაირად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს და ყველაფერი გახარიას „შეტენოს“.

მასვე ემორჩილება არალეგალური შეიარაღებული ფორმირება, რომელიც საშუალოდ 30 პირისგან შედგება და პირადად ივანიშვილის დავალებით შეიქმნა, საჭიროების შემთხვევაში ოლიგარქის დასაცავად.

სხვა კლანები

„ქართულ ოცნებაში“ მოიაზრებიან სხვა, შედარებით ნაკლებად გავლენიანი კლანებიც. 

ესენი არიან: დეპუტატები, მოსამართლეები, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, მეორე და მესამე დონის ჩინოვნიკები. 

ისინი ფულს ძირითადად ამა თუ იმ კლანთან ასოცირებით და ბინძური პარტიული დავალებების შესრულებით შოულობენ. 

ცალკე გამოსაყოფია ივანიშვილის რეჟიმის ტროლები და ფეიკ-ნიუსების შემქმნელები, რომლებიც ხშირად ღიად უპირისპირდებიან არა მხოლოდ ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიასა და ლიდერს, არამედ, საქართველოსა და მის ინტერესებს. 

სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმის კლანების შენახვა და ფუფუნება, ბიუჯეტს ასეულობით მილიონი უჯდება, რომელთა კორუფციული მადის გამო, ლარი გაუფასურდა, სამუშაო ადგილები შემცირდა, ფასები გაიზარდა და ხალხი გაღარიბდა.


თეგები :