• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

პრეზიდენტის კომენტარი გუგუტიანთკარზე: განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს.

პრეზიდენტი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენეზე ამბობს, რომ „განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული“.

„ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ... გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს... ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული,“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი „კურიერთან“ საუბრისას. 

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ოკუპანტები პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზერუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა 2 სახლი და სახნავ-სათესი მიწა. 


თეგები :