• თბილისი
  • 14°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

მამუკა ბახტაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

ცნობილი ხდება, რომ პრემიერი-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურაზე გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე უკვე მიიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.  

მოსალოდნელია, საკადრო ცვლილებებში სხვა მინისტრებიც მოყვნენ.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ მსჯელობა იყო, თუმცა კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღეს, ამაზე არ საუბრობენ.

უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დილით "საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია" გახდება ცნობილი.  მისივე თქმით, განცხადებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.


თეგები :