• თბილისი
  • 14°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატი სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატი სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს (კვადროკოპტერს) შეეჯახა, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

სუს-ის ინფორმაციით,  ქართულ მხარეს საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი არ ჩამოუგდია.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ,  რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - ამბობენს სუს-ში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს განცხადებას, სადაც ის ამომბს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კუთვნილი საფრენი აპარატი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

"2019 1-ელ სექტემბერს, მოსკოვის დროის 10:00 საათზე სოფელ წნელისის მიდამოებში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ბალანსზე მყოფი მფრინავი აპარატი, რომელიც საზღვრის უკანონა კვეთასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკვირვებას აწარმოებდა.

ეს ფაქტი არის დასტური იმისა, რომ ქართლი მხარე აგრძელებს შეირაღებული ფორმირებების რაოდენობის ზრდას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ, ნაცვლად იმისა, რომ გაიყვანოს თავისი სამედრო ძალები ამ ტერიტორიიდან. რითაც იგი საფრთხეს უქმნის სამხრეთ ოსეთის ადგილობრივ მოსახლეობას.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ქართული მხარე აგრძელებს ქართულ-ოსური ურთიერთობების გაუარესებას იმ გლოვის დღეებში, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ბესლანში მომხდარი ტრაგედიის გამო.

ყოველივე ეს სცდება არამხოლოდ ადამიანური მორალის ფარგლებს, არამედ ადასტურებს იმას, რომ საქართველო, როგორც სახელწმიფო, 2004-2008 წლებში იყენებდა სახელმწიფო ტერორიზმის მეთოდებს, პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად", - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩამოაგდო საფრენი აპარატი დრონი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.


თეგები :