• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

კახა კალაძე: მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე ეწინააღმდეგება.

კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის მომხრეა. 

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი საიდან მოიტანეს და მოიგონეს ეს აბსურდი და სისულელე, მე ასე დავარქმევდი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ. მეორე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები. საერთოდ, განხილულიც არ ყოფილა. ამიტომ მიკვირს, საიდან მოიტანეს ეს სისულელე. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი - მინისტრების კანდიდატებს, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მე თუ მეკითხებით როგორც გენერალურ მდივანს, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი. დანაჩენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები :