• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

"კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ სამარცხვინოდ"

გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

"გენერალურ პროკურატურაში 6 სექტემბერს დიპლომატიურ კორპუსთან დაგეგმილი დახურული შეხვედრა ლოგისტიკური პრობლემების მოტივით გააუქმეს. 

ივანიშვილის პროკურორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ელჩებისთვის ცალმხრივად და საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით გაეცნოთ.

თუმცა, ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, 6 სექტემბრის შეხვედრა სასწრაფოდ ჩაშალეს. 

პარალელურად კი, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოება მოატყუა - არანაირი შეხვედრა არ იგეგმებოდაო. არადა, აგერ ფაქტები. 

მოკლედ, კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ სამარცხვინოდ," - წერს კაპანაძე.


თეგები :