• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ოფისში გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.

31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და პოსტი 2015 წლის 30 დეკემბრამდე შეინარჩუნა.


თეგები :