• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

"მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის და კულტურული წასვლისთვის თანამდებობიდან"

მინდა, საზოგადოებასთან პირდაპირ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის და კულტურული წასვლისთვის თანამდებობიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდეობიდან. ბახტაძე საკუთარი სურვილით გადადგა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა კულტურული ფორმით, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი, დანარჩენი პროცესები ჩაირთო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავის სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინსიტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასევე კულტურული წასვლისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


თეგები :