• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

"​ხაზგასმით მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის"

ხაზგასმით მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ხაზგასმით მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის", - თქვა გახარიამ.

პარტია "ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს წარადგინა. მისი თქმით, გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებს. ასევე ის არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

 

2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.


თეგები :